კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

როდის გაიმართება თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი

კულტურა
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 14 იანვარი 2022
წელს თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი კვლავ გაიმართება. ინფორმაციას, აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია ავრცელებს.

ფესტივალი წელს 26 მაისიდან 29 მაისის ჩათვლით, ფიზიკურ სივრცეში, ექსპო ჯორჯიას პავილიონებში გაიმართება.

„შეგახსენებთ, რომ კოვიდ პანდემიის გამო, 2020 წლის თბილისის წიგნის ოცდამეორე ფესტივალი პირველად ჩატარდა ონლაინ ფორმატში. 2021 წელს კი არსებული რეგულაციების გათვალისწინებით, ფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფმა შეიმუშავა უსაფრთხოების საგანგებო პროტოკოლი და შეძლო ფესტივალის უსაფრთხოდ ჩატარება ფიზიკურ სივრცეში,“-ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი წლის ერთ-ერთი მთავარი ლიტერატურული ღონისძიებაა, რომელსაც ათასობით მკითხველი ყოველ გაზაფხულზე მოუთმენლად ელის. იგი 1997 წლიდან ყოველწლიურად ტარდება და კავკასიის რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე დიდი წიგნის ფესტივალია, რომელსაც მთელი ქვეყნის მასშტაბით ათასობით გულშემატკივარი და დამთვალიერებელი ჰყავს. ფესტივალის მიზანია, საქართველოში წიგნის კითხვის პოპულარიზება, ახალი კონტაქტების დამყარება, წიგნის ბაზრის რეგიონალიზაცია და ზოგადად საგამომცემლო სექტორის განვითარების ხელშეწყობა.

თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის ორგანიზატორია საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია.
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია