კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მარცვლეულის ექსპორტის აღდგენის სანაცვლოდ აშშ რუსეთისათვის სანქციების მოხსნას არ თანხმდება

ეკონომიკა
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 07 ივნისი 2022
Politico-ს ინფორმაციით, მარცვლეულის ექსპორტის განახლების სანაცვლოდ, აშშ რუსეთისთვის სანქციების მოხსნას არ დათანხმდება.

გამოცემა მიუთითებს, რომ ბოლო დროს კრემლში გაკეთებული კომენტარების თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ დასავლეთი მოსკოვზე სანქციებს შეამცირებს, უკრაინის პორტებს განბლოკავენ.

მედიის ცნობით, ამჟამად მარცვლეულის ექსპორტის განახლებაზე საუბარი რუსეთთან გაეროს შუამავლობით მიმდინარეობს.

მათივე თქმით, აშშ არ დათანხმდება არანაირ შეთანხმებას, რაც კრემლზე ეკონომიკურ ზეწოლას მოხსნის.

შეგახსენებთ, რომ 25 მაისს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ ისაუბრა, რომ ნებისმიერმა უცხოელმა პოლიტიკოსმა ან ოფიციალურმა პირმა, რომელიც შესაძლოა, ფიქრობდეს ექსპორტის აღდგენაზე, ჯერ მოკლული უკრაინელი ბავშვების საფლავები უნდა მოინახულოს და მათ მშობლებს ესაუბროს.



დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია