კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

დავით სონღულაშვილი: თემატური მოკვლევის მიზანი მეწარმეობის მხარდამჭერი პროგრამების ეფექტიანობის გაზრდაა

ეკონომიკა
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 07 ივნისი 2022
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი მეწარმეობის მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამების ხელმისაწვდომობასა და ეფექტიანობასთან დაკავშირებით -"აწარმოე საქართველოში" პროგრამების ეფექტიანობის შესახებ“ თემატურ მოკვლევას ატარებს.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მოკვლევის ჯგუფის წევრებმა კერძო და საჯარო სექტორების წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართეს, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფო პროგრამების ბენეფიციარებმა მოკვლევის ჯგუფის წევრებს საკუთარი მოსაზრებები და შეხედულებები გააცნეს, ასევე, ისაუბრეს განხორციელებული საქმიანობის შესახებ.

„შეხვედრის მიზანია, მეწარმეობის მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამების ბენეფიციარებთან ვისაუბროთ არსებული გამოწვევების შესახებ, ასევე, თუ როგორ შეიძლება პროგრამების გაუმჯობესება და რა უნდა გაკეთდეს მათი ეფექტიანობის გასაზრდელად. სწორედ ამიტომ ვუსმენთ ყველა ჩართულ მხარეს, მათ შორის კერძო და საჯარო სექტორს, რათა შემდგომ, შესაბამისად გავცეთ რეკომენდაციები, რომელიც სავალდებულოდ შესასრულებელი იქნება,“- განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

მოკვლევის ჯგუფმა მოუსმინა საჯარო სექტორის წარმომადგენლებსაც. შეხვედრაში მონაწილეობა რეგიონული განვითრებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ და მეწარმეობის მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამების დამფინანსებელი სხვა უწყებების წარმომადგენლებმა მიიღეს.

“მოგეხსენებათ, საკომიტეტო თემატური მოკვლევა, ახალი საზედამხედველო ინსტრუმენტია, რომლის მეშვეობითაც პარლამენტი საკითხის შესწავლის მიზნით უზრუნველყოფს ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობას მოკვლევის პროცესში, რაც ხარისხობრივად ზრდის მოკვლევის ეფექტურობას. მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერ ჩვენს მოქალაქეს თანაბრად ჰქონდეს შესაძლებლობა მეწარმეობის მხარდამჭერ სახელმწიფო პროგრამებში ჩაერთოს და ამასთან განხორციელებული პროექტები, ზუსტად პასუხობდეს იმ გამოწვევებს, რომელიც ამ სექტორში არსებობს,“- განაცხადა დავით სონღულაშვილმა შეხვედრების დასრულების შემდეგ.

საკომიტეტო მოკვლევის შედეგად შემუშავდება რეკომენდაციები, რომლებიც შესაბამის უწყებებს გადაეგზავნება. თემატური მოკვლევა ხორციელდება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის (USAID/GGI) მხარდაჭერით.



დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია