კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

თბილისის გრანდ სლემზე ქართველმა ძიუდოისტებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვეს

სპორტი
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 07 ივნისი 2022
ძიუდოს საერთაშორისო ტურნირი, თბილისის გრან სლემი, ქართველი ძიუდოისტების გამარჯვებით დასრულდა.

ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ფეისბუქ-გვერდზე ვკითხულობთ.

თბილისის გრანდ სლემის გამარჯვებული, უკვე მეორედ, გელა ზაალიშვილი გახდა (+100 კგ. წონით კატეგორიაში).

5 ივნისს, გრანდ სლემის მესამე დღეს, 5 მედალი გათამაშდა. აქედან, სამივე ოქროს მედალი საქართველოს ნაკრების წევრებმა აიღეს.

90 კილოგრამ წინით კატეგორიაში, გამარჯვებული ბექა ღვინიაშვილი გახდა.

ქართული ფინალი შედგა ონისე სანებლიძესა და გიორგი ბერიაშვილს შორის. რა დროსაც სანებლიძემ ბერიაშვილს სძლია.

ჯამში საქართველოს ნაკრებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ შეჯიბრში არ დამარცხებულა თემურ ნოზაძე(60 კგ. წონით კატეგორიაში) და ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ. წონით კატეგორიაში).
ვერცხლის მედლების მფლობელები გახდნენ გიორგი სარდალაშვილი (81 კგ.) და ტატო გრიგალაშვილი (81 კგ).

ბრინჯაოს მედლები აიღეს ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ), სოფიო სომხიშვილმა (+78 კგ), ვაჟა მარგველაშვილმა (66 კგ), გიორგი ტერაშვილმა (73 კგ) და ლევან მატიაშვილმა (+100 კგ).
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია