კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გურჯაანელი მოჭადრაკე დათა ყალაბეგაშვილი საქართველოს სამგზის ჩემპიონი გახდა

სპორტი
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 10 ივნისი 2022
ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში, გურჯაანელმა დათა ყალაბეგაშვილმა ჩემპიონობა,12 წლამდე ასაკის ვაჟ მოჭადრაკეთა შორის გამართულ საქართველოს პირველობაზე მოიპოვა.

გურჯაანის ჭადრაკის კლუბის დირექტორის თქმით, ჩემპიონატი შვეიცარული სისტემით, 9 ტურად ჩატარდა, სადაც ჩვენი ქვეყნის უძლიერესი მოჭადრაკეები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.

როგორც გია ქიტსაშვილმა გვითხრა, ერთმანეთს დაუპირისპირდნენ დათა ყალაბეგაშვილი და ერეკლე ტაბატაძე, რომელიც საერთაშორისო დიდოსტატების, ნანა იოსელიანისა და გიორგი გიორგაძის სახელობის, გურჯაანის საჭადრაკო კლუბში აღზრდილი, იოსებ კვირიაშვილის მოსწავლეა.

"ჩატარდა საქართველოს პირველობა ასაკობრივ ჯგუფში, ტურნირში მონაწილეობდა 48 მოჭადრაკე. ჩვენი წარმომადგენელი იყო 11 წლის დათა ყალაბეგაშვილი, რომელიც გახდა საქართველოს ჩემპიონი და მოიპოვა ანტალიაში ევროპის პირველობაზე თამაშის უფლება,"-აცხადებს speqtri.ge-სთან საუბარში გურჯაანის ჭადრაკის კლუბის დირექტორი გია ქიტესაშვილი.






დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია