კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

რომ არა ბიძინა ივანიშვილი, ქვეყანა აღარ გვექნებოდა - ირაკლი ღარიბაშვილი

პოლიტიკა
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 16 ივნისი 2022
ირაკლი ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ, თუკი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში არ მოვიდოდა, საქართველო აღარ იქნებოდა. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დღეს, 13 ივნისს, გამართულ მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

„რომ არ მოსულიყო ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში, დღეს ქვეყანა აღარ გვექნებოდა, რადგან იქნებოდა ომში ჩართული. აქ მოაწყობდნენ მეორე მარიუპოლს. ვინ შეეწირებოდა ამ სიგიჟესა და სისულელეს? რაც გააკეთეს 2008 წელს - ჩვენ გვახსოვს მიწაზე გართხმული მთავარსარდალი, სამარცხვინო სახე აჩვენა მთელ მსოფლიოს. ვინ დაიღუპა და განადგურდა? დავკარგეთ ტერიტორიები, 100-ზე მეტი სოფელი და ათიათასობით დევნილი მივიღეთ ჩვენსავე ქვეყანაში. ეს არის უპასუხისმგებლო პოლიტიკის გაგრძელება, რომელიც მათ დაიწყეს“, -განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველო მოლდოვასა და უკრაინას ყველა მიმართულებით უსწრებს.

„მოლდოვასა და უკრაინას რომ ვუსწრებთ ათი თავით ყველა მიმართულებით, ყველამ კარგად იცის და რაც მთავარია, ეს იცის ყველა ევროპელმა,“ - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.

მან ასევე ისაუბრა საქართველოს საერთაშორისო რეიტინგებსა და შეფასებებზე.

„იმ რეიტინგებს, რომელსაც ჩვენ გვიწერენ, ვინ ადგენს ამ რეიტინგებს, ხომ ვერ შემახსენებდით? ამ რეიტინგებს ადგენენ საერთაშორისო მაღალი რეპუტაციის მქონე ორგანიზაციები და აფასებენ ქვეყნის მიღწევებს. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ამ მიღწევების მიხედვით, ვუსწრებთ უკრაინასაც, მოლდოვასაც, აღარ მაქვს საუბარი აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნებზე და არამხოლოდ. მათ შორის ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ვუსწრებთ ძალიან ბევრი მიმართულებით. თუ ეს ყველაფერი ვიცით, რა განცდაზე არის საუბარი? ე.ი. ამბობენ, რომ განცდა აქვთ, თითქოს აქ არ არის დამოუკიდებელი სასამართლო, რაც სრული აბსურდია. თურმე მედიათავისუფლებას აქვს პრობლემა. „ევროპულ სახალხო პარტიას“ მინდა შევახსენო, რომ 2012 წლამდე მათი შვილობილი თუ პარტნიორი პარტიის მმართველობის დროს ქვეყანაში დემოკრატიის არავითარი ნიშან-წყარო არ არსებობდა, არც თავისუფალი მედია, ოპოზიციური პარტიები ზეწოლის ქვეშ იყვნენ“, -ამბობს პრემიერ-მინისტრი.
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია