კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გურჯაანის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღებს წელს 600 აღსაზრდელი დატოვებს [Photo]

განათლება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 16 ივნისი 2022
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ დაწესებულებებში სააღმზრდელო პროცესი 1 ივლისს შეწყდება. ამ ეტაპზე საბავშვო ბაღებში შემაჯამებელი გამოსაშვები ღონისძიებები ტარდება. დღეს ასეთი ზეიმი გურჯაანის მეოთხე საბავშვო ბაღშიც გაიმართა. სკოლაში ჯგუფ „ვარსკვლავების“ 26 აღსაზრდელი მიდის.

როგორც გურჯაანის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების გაერთიანების დირექტორმა, შორენა ფროდიაშვილმა speqtri.ge-სთან აღნიშნა, წელს სკოლისათვის 600 აღსაზრდელი მოამზადეს.

„37-ვე სააღმზრდელო დაწესებულებაში სასწავლო პროცესი შეწყდება 1 ივლისს, ამ ეტაპზე არის შემაჯამებელი გამოსაშვები ღონისძიებები. ბაღებს დატოვებს 600 აღსაზრდელი, რომლებიც გაემგზავრებიან სკოლაში. ვუსურვებ მათ ბედნიერ, საამაყო მომავალს და წარმატებულ ცხოვრებას. დანარჩენი აღსაზრდელები 2022 წლის სექტემბრიდან გააგრძელებენ ისევ ახალ სააღმრზდელო წელს.“

მისივე თქმით, გასული წლების მსგავსად, N4 საბავშვო ბაღში 1 ივლისიდან წელსაც გაიხსნება საზაფხულო ჯგუფები, სადაც დასაქმებული მშობლების შვილები ივლიან. ე.წ. ზაფხულის ბაღში სააღმზრდელო პროცესი 1 აგვისტომდე გაგრძელდება.



































დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია