კახეთი
ნატოობის დღესასწაულთან დაკავშირებით მუზეუმში შესვლა უფასო იქნება
კულტურა
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
16 ივნისი 2022
გურჯაანის საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანების ინიციატივით, 14
ივნისს, ნატოობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ნატო ვაჩნაძის
სახლ-მუზეუმში შესვლა უფასო იქნება.
წელს, ნატო ვაჩნაძის დაბადებიდან 118 წელი გავიდა, ხოლო
გარდაცვალებიდან - 69. ამ თარიღთან დაკავშირებით მთელი დღის
განმავლობაში დაგეგმილია სხვადასხვა აქტივობები.
„ამ დღესთან დაკავშირებით ყველა მსურველისთვის მუზეუმში შესვლა იქნება
უფასო, მოეწყობა დოკუმენტური და მხატვრული ფილმების ჩვენება.
რფასაკვირველია, მთელი დღის განმავლობაში ველოდებით სტუმრებს,“-
ამბობს speqtri.ge-სთან საუბარში გურჯაანის საბიბლიოთეკო და სამუზეუმო
გაერთიანების დირექტორი, ეკა ბეროშვილი.
12:00 სთ-ზე მოეწყობა ფილმ ,,ქაჯანას" ჩვენება, 14:00 სთ-ზე ნაჩვენები
იქნება დოკუმენტური ფილმი ნატო ვაჩნაძის ცხოვრებაზე, ხოლო 16:00
საათზე იგეგმება მსახიობზე შექმნილი დოკუმენტური ფილმის , ზურაბ
ყიფშიძის მონაწილეობით.
შეგახსენებთ, რომ 14 ივნისი, მუნჯი კინოს ლეგენდის, ნატო ვაჩნაძის
დაბადებისა და გარდაცვალების დღეა.