კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გურჯაანის თეატრში სპექტაკლის „ცხრა მთის გადაღმა“-ს პრემიერა გაიმართა [Photo]

კულტურა
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 22 ივნისი 2022
15 ივლისს გურჯაანის კულტურის ცენტრის დიდ დარბაზში, სპექტაკლის „ცხრა მთის გადაღმა“-ს პრემიერა გაიმართა.

სპექტაკლი გათვლილი იყო მოზარდ მაყურებელზე და მოგვითხრობს დაძმურ, დედმამიშვილურ სიყვარულზე, მეგობრობასა და ურთიერთ თანადგომაზე.

„გამოცდილ მსახიობებთან ერთად სცენაზე იდგნენ დებიუტანტები, სკოლის მოსწავლეები. ამის მიუხედავად, საკმაოდ კარგად ითამაშეს და ჩემი იმედები გაამართლეს. სპექტაკლი „ცხრა მთის გადაღმა" ქართული ხალხური ზღაპრების მოტივებზეა შექმნილი. მისი ძირითადი იდეა სიკეთის ბოროტებაზე გამარჯვებაა. არ არსებობს უკეთური ადამიანი, ყოველი ადამიანის არსებაში დევს სიკეთის მარცვალი და მას გაღვივება სჭირდება. სპექტაკლი ძირითადად პატარა მაყურებელზეა გათვლილი, თუმცა ზრდასრულებისთვისაც არანაკლებ საინტერესო და დამაფიქრებელი უნდა ყოფილიყო. ვფქირობ, პრემიერა შედგა და კიდევ ბევრჯერ გავახარებთ ჩვენს მაყურებელს,“ - ამბობს speqtri.ge-სთან საუბარში რეჟისორი, დავით ნაცვალაშვილი.














დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია