კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

კოლეჯ „აისის“ ლაგოდეხის ფილიალის სტუდენტებმა დეკორატიული მებაღეობის კონკურსში გაიმარჯვეს

განათლება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 01 აგვისტო 2022
კოლეჯ „აისის“ ლაგოდეხის ფილიალის სტუდენტებმა დეკორატიული მებაღეობის კონკურსში პირველი ადგილი დაიკავეს.

კონკურსი ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოში (GITA) 29 ივლისს გაიმართა და ორი მიმართულებით (დეკორატიული მებაღეობა და ინოვაციური იდეების კონკურსი სოფლის მეურნეობაში) განხორციელდა.

დეკორატიული მებაღეობის კონკურსში მონაწილეობდა კოლეჯ „აისის“ ლაგოდეხის ფილიალის მებაღეობის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სამი სტუდენტი, ხოლო ინოვაციური იდეების კონკურსში - მევენახეობა მეღვინეობის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამის ორი სტუდენტი. ონკურსში მონაწილე ყველა სტუდენტს გადაეცა სერტიფიკატები, გამარჯვებულ სტუდენტებს კი - პლანშეტები და ციფრული აქსესუარები. 



კოლეჯ „აისის“ ლაგოდეხის ფილიალის მებაღეობის პედაგოგი ბექა შავაძე SPEQTRI.GE-სთან საუბარში აღნიშნავს, რომ სტუდენტებს მოცემული მცენარეებით, დიზაინისა და მათი ურთიერთთავსებადობის გათვალისწინებით, მწვანე კუთხე უნდა მოეწყოთ.

“კონკურსი ითვალისწინებდა მოცემული მცენარეების გამოყენებით მწვანე კუთხის მოწყობას. სტუდენტები კონკურსში გუნდურად მონაწილეობდნენ. ჩვენმა სამმა სტუდენტმა, გიორგი კაპანაძემ, გიორგი შუბითიძემ და დავით პაქსაშვილმა გუნდური მუშაობით კონკურსში პირველი ადგილი მოიპოვეს,“ -ამბობს ბექა შავაძე ჩვენთან საუბარში.

მისივე თქმით, მსგავს პროექტებში მონაწილეობის მიღება და წარმატება პრესტიჟულია როგორც თავად სტუდენტებისთვის, ასევე კოლეჯისთვის.

„სამომავლოდ ბევრ სხვა კონკურსში მივიღებთ მონაწილეობას. მსგავს პროექტებში ჩართვა პრესტიჟულია, როგორც ჩვენი სტუდენტებისთვის, ასევე ჩვენთვის, კოლეჯისთვის. მსგავსი წარმატება ჩვენს კოლეჯს დაეხმარება, რომ კიდევ უფრო მეტი სტუდენტი დავაინტერესოთ.

ორგანიზატორებმა აღნიშნეს, რომ კონკურსი საერთაშორისო დონეზეც განხორციელდება. შესაბამისად, შესაძლოა, რომ ჩვენმა სტუდენტებმა მომავალში საერთაშორისო პროექტებშიც მიიღონ მონაწილეობა,“ - გვეუბნება ბექა შავაძე.

აღსანიშნავია, რომ კონკურსში მონაწილეობას ასევე იღებდნენ სტუდენტები სამეგრელოსა და იმერეთიდან.





დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია