კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სიღნაღში არტ ფესტივალი გაიმართება

კულტურა
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 01 აგვისტო 2022
2022 წლის 21-26 აგვისტოს სიღნაღში ART Festival-ი გაიმართება. ორგანიზატორების თქმით, ღონისძიების მიზანია მხატვრებისა და მოქანდაკეებისთვის შემოქმედებითი სივრცის შექმნა, სახვითი ხელოვნების ამ დარგების პოპულარიზაცია და განვითარების ხელშეწყობაა.

Signagi ART Festival საქართველოს პარლამენტის წევრის, დავით სონღულაშვილის ინიციატივით, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის ორგანიზებით ჩატარდება.


როგორც ორგანიზატორები განმარტავენ, საფესტივალო პროგრამა წელს, ფერწერითა (აკრილი) და მცირე ქანდაკებით (ხე) განისაზღვრება, ხოლო კონცეფცია არის თავისუფალი თემა.
ფესტივალის პროგრამაშია შემოქმედებითი კონკურსი, ვორქშოფები, გამოფენები, მუსიკალური და თეატრალური წარმოდგენები.

ფესტივალში მონაწილეები უნდა აკმაყოფილებდნენ გარკვეულ პირობებს.
„ფესტივალში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მხოლოდ პროფესიონალ მხატვრებს. ფესტივალის ხანგრძლივობაა-5 დღე. საფესტივალო 5 დღის მანძილზე მხატვრებსა და მოქანდაკეებს ყველა პირობა ექნებათ შექმნილი საკონკურსო ნამუშევრის შესაქმნელად. Signagi ART Festival-ის დაჯილდოების ცერემონიალი 26 აგვისტოს გაიმართება და გაიცემა ორი პრემია 5000-5000 ლარის ოდენობით, ფერწერასა და ქანდაკებაში, “ - აღნიშნულია Signagi ART Festival-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ორგანიზატორების განმარტებით, გამარჯვებულს გამოავლენს პროფესიონალებისგან დაკომპლექტებული ჟიური.

„წარმოდგენილი განაცხადებიდან მოკლე სიას (short list) შეარჩევს და გამარჯვებულს გამოავლენს პროფესიონალებისგან დაკომპლექტებული ჟიური. კონკურსის მონაწილეები უზრუნველყოფილი იქნებიან თბილისიდან ტრანსპორტირებით, საცხოვრებელი პირობებით, კვებით, სამუშაო მასალით.“

დაინტერესებულმა პირებმა მონაწილეობისთვის უნდა გაიარონ რეგისტრაცია აღნიშნულ ბმულზე.

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2022 წლის 14 აგვისტოს 20:00 საათი.


დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია