კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

საგარეჯოში, გოგა მაისურაძის სახელობის ფინალური ტურნირი გაიმართება

სპორტი
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 01 აგვისტო 2022
საგარეჯოს მუნიციპალიტეტში გოგა მაისურაძის სახელობის ფინალური ტურნირი გაიმართება. ერთმანეთს შეეჯიბრებიან გუნდები: „ნომერ პირველი“ „უდაბნო“ „Geo fit” და „ნინოწმინდა“.

მერის, ავთანდილ გულიკაშვილის ინიციატივით და გადაწყვეტილებით, I ადგილის მფლობელს გადაეცემა ფულადი ჯილდო 1000 ლარის ოდენობით, II ადგილზე გასულს - 700 ლარი,
III ადგილის მფლობელს კი - 500 ლარი.

ტურნირის ორგანიზატორია საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური.

„ტურნირი, რომელშიც თავდაპირველად საგარეჯოს მუნიციპალიტეტის 11 გუნდი იღებდა მონაწილეობას, ეძღვნება გარდაცვლილ ფეხბურთელ გოგა მაისურაძეს. ვფიქრობ, საინტერესო თამაში გველოდება,“-ამბობს Speqtri.ge-სთან საუბარში საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის სპორტის საკითხების უფროსი სპეციალისტი გიორგი კოხტაშვილი.

მისივე თქმით, ამ თამაშის შემდეგ გამოვლინდება საუკეთესო ბომბარდირი.







დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია