კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სახელმწიფო მაქსიმალურად დაუდგება გვერდში გარდაცვლილი ადამიანების ოჯახებს - ირაკლი ღარიბაშვილი გუდაურის ტრაგედიაზე

საზოგადოება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 04 აგვისტო 2022
29 ივლისს, გუდაურის ტრაგედიის დროს გარდაცვლილი რვა ადამიანის ოჯახებს შინაგან საქმეთა სამინისტრო 100 000 ლარს გადასცემს. ამასთან, დაღუპული ექიმების ოჯახებს ჯანდაცვის სამინისტროც 100 000 ლარით დაეხმარება.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, პირველ აგვისტოს, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა გარდაცვლილის ოჯახებს, კოლეგებსა და საზოგადოებას. მან აღნიშნა, რომ დაღუპულ მფრინავებს კარგად იცნობდა.

"პირველ რიგში, მინდა კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩვენი ღრმა მწუხარება, გუდაურში მომხდარი ტრაგედიის გამო. ჩვენ დავკარგეთ ამ ქვეყნის ღირსეული შვილები, ამ ქვეყნის მოქალაქეები, ეკიპაჟის წევრები და მაშველები, ასევე, გამოჩენილი მფრინავები, ღირსეული ადამიანები.

ძალიან კარგად ვიცნობდი ამ ადამიანებს. წლებია უკვე, ჩვენ ერთად ვმგზავრობდით და მინდა კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო მათ ოჯახებს, მთელ ჩვენს საზოგადოებას, სამინისტროს ხელმძღვანელობას, მთელ შემადგენლობას და თითოეულ თანამშრომელს, ასევე, დაღუპული ექიმების ოჯახებს. ეს დიდი ტრაგედიაა, ჩვენ ყველას ძალიან დაგვწყვიტა გული ამ ტრაგედიამ და მინდა, კიდევ ერთხელ, ჩვენი მწუხარება გამოვხატო ამ ოჯახების მიმართ.

სახელმწიფო მაქსიმალურად დაუდგება გვერდში გარდაცვლილი ადამიანების ოჯახებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო თითოეულ ოჯახს გამოუყოფს 100 000 ლარს, გამონაკლისის სახით, ჯანდაცვის სამინისტრო ასევე დაღუპული ექიმების ოჯახებისთვის გამოყოფს 100 000 ლარს,“- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია