კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

თქვენ ჩვენი ოჯახის წევრები ხართ - ფონ დერ ლაიენი უკრაინაზე, მოლდოვასა და საქართველოზე

პოლიტიკა
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 16 სექტემბერი 2022
დღეს, 14 სექტემბერს, ევროკავშირის მდგომარეობის შესახებ ყოველწლიურ გამოსვლაში, ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა- გაკვეთილი, რომელიც უკრაინის ომიდან შეიძლება გამოიტანონ არის ის, რომ უნდა მოესმინათ მათთვის, ვინც რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს იცნობს.

"გაკვეთილი, ამ ომიდან არის ის, რომ ჩვენ უნდა მოგვესმინა მათთვის, ვინც პუტინს იცნობს ანა პოლიტკოვსკაიასთვის და ყველა რუსი ჟურნალისტისთვის, რომლებმაც დანაშაულები გამოააშკარავეს, რაც ძვირად დაუჯდათ, ჩვენი მეგობრებისთვის უკრაინაში, მოლდოვაში, საქართველოში და ბელარუსის ოპოზიციისთვის. უნდა მოგვესმინა ხმებისთვის ჩვენი კავშირის შიგნით - პოლონეთში, ბალტიის ქვეყნებში და ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში. ისინი წლების განმავლობაში გვეუბნებოდნენ, რომ პუტინი არ გაჩერდებოდა“,- განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა სიტყვით გამოსვლისას.

მისივე თქმით, უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს მომავალი ევროკავშირშია.

„ვინაიდან ძლიერ დემოკრატიამდე გზა და ჩვენს კავშირამდე გზა ეს ერთი და იგივეა, ამიტომ მსურს ხალხმა დასავლეთ ბალკანეთში, უკრაინაში, მოლდოვასა და საქართველოში იცოდეს, თქვენ ჩვენი ოჯახის წევრები ხართ, თქვენი მომავალი ჩვენს კავშირშია, უთქვენოდ ჩვენი კავშირი სრულყოფილი არ არის“,- განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია