კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

საქართველომ ოზონდამშლელი ნივთიერებების მოხმარება ვადაზე ადრე შეამცირა

საზოგადოება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 21 სექტემბერი 2022
დღეს, 16 სექტემბერს, ოზონის შრის დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება.  ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი ავრცელებს.

ღონისძიების წლევანდელი გზავნილია - „გლობალური თანამშრომლობა დედამიწაზე სიცოცხლის დასაცავად“.

საქართველო 1996 წლიდან შეუერთდა მონრეალის ოქმს, რომელიც ოზონდამშლელ ნივთიერებებზე შეზღუდვების დაწესებას გულისხმობს. როგორც ცენტრში აღნიშნავენ, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო პარტნიორ უწყებებთან მჭიდრო თანამშრომლობით, მონრეალის ოქმის მრავალმხრივი ფონდის ფინანსური მხარდაჭერითა და UNDP-ის (გაეროს განვითარების პროგრამა), UNIDO-ს (გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაცია) მხარდაჭერით წარმატებით ასრულებს აღებულ ვალდებულებებს.

ცენტრში განმარტავენ, რომ საქართველოს ძირითადი მიღწევა არის ოზონდამშლელი ნივთიერებების მოხმარების საერთაშორისო ვალდებულებით განსაზღვრულ ვადაზე ადრე შემცირება, რისთვისაც არაერთი ქმედება განხორციელდა:

„საქართველომ შექმნა ოზონდამშლელი ნივთიერებების იმპორტ/ექსპორტის რეგულირების სისტემა. ასევე სანებართვო და კვოტირების სისტემა. ამავდროულად, გადამზადდა 226 მებაჟე და საბაჟო უწყება აღიჭურვა იდენტიფიქატორებით.

საქართველომ სამაცივრო სექტორში საუკეთესო პრაქტიკა დანერგა - გადამზადდა 1400-ზე მეტი მემაცივრე ტექნიკოსი. ისინი ასევე აღიჭურვნენ მაცივარაგენტების შეგროვებისა და საუკეთესო პრაქტიკით მომსახურებისთვის საჭირო ხელსაწყოებით.

20-მდე საწარმომ მიიღო დახმარება ალტერნატიულ ტექნოლოგიაზე გადასვლისთვის. ამავდროულად, შეიქმნა ოზონდამშლელი ნივთიერებების შეგროვების, რეციკლირებისა და აღდგენის სისტემა.“ - განმარტავენ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში.

მათივე ცნობით, 2018 წელს გაერომ დაადასტურა, რომ ოზონის შრე აღდგენის პროცესშია და მონრეალის ოქმი გაეროს ისტორიაში ყველაზე წარმატებული ხელშეკრულებაა.

ცენტრში აღნიშნავენ, რომ 2030 წლისთვის საქართველო საბოლოოდ შეწყვეტს ოზონის შრის დამშლელი ნივთიერებების მოხმარებას.
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია