კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ნონეშვილის გამზირზე ახლადდარგული ნაძვები ხმება

საზოგადოება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 23 სექტემბერი 2022
გურჯაანში, ნონეშვილის გამზირზე ახლადდაგებული ფილები ისევ აყარეს და წყლის მილებს აწყობენ, პროექტის ფარგლებში, ახლადდარგული ნაძვები კი ხმება.

აღნიშნულ ქუჩაზე რეაბილიტაცია წელიწადზე მეტია მიმდინარეობს.

მოსახლეობის ნაწილი ამბობს, რომ გადაადგილება უკვე გაუსაძლისია. ისინი რეაბილიტაციის დროულად დასრულებას ითხოვენ.
ამავე პრობლემაზე საუბრობს speqtri.ge-სთან „ნაციონალური მოძრობის“ გურჯაანის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე თემურ ბუწაშვილიც.

ჩამოშლილია სახელმწიფო, შესაბამისად, მორღვეულია კონტროლი, არ არსებობს ვადები, რომელიც კონტრაქტორისთვის სახელმძღვანოლს წარმოადგენს. სამწუხაროდ, მსგავსი მიდგომები პრობლემებს უქმნის მოქალაქეებს, გართულებულია გადაადგილება, განსაკუთრებით მძიმე პრობლემები ექმნებათ ნონეშვილის ქუჩის მცხოვრებლებს,"- ამბობს თემურ ბუწაშვილი.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მწვანე ნარგავები კომპანიის დარგულია და სანამ პროექტი არ დასრულდება, მოვლა-პატრონობის ვალდებულება არ აქვთ. თუმცა იმის შესახებ, რომ ნარგავები ხმება, კომპანია სიტყვიერად გააფრთხილეს.

სარწყავი სისტემის მოსაწყობადაც ფილები კომპანიამ აყარა და მერიას ამასთან შეხება არ აქვს.

რატომ არ მოხდა თავიდანვე პროექტში წყალსადენი მილების განთავსება ისე, რომ ახლადდაგებული ფილების აყრა საჭირო არ გამხდარიყო? -ამ კითხვით ჩვენ ამხანაგობა „არ-პი-ჯი“-ს თავმჯდომარე ვლადიმერ გაგუა მივმართეთ.

-„ჩვენ ვართ სამშენებლო ფირმა, რასაც გვეტყვიან, იმას ვაკეთებთ. რატომ თავიდანვე არ მოხდა გათვალისწინება, მე ვერ გიპასუხებთ. პირველი ეტაპი იყო ფასადები, მეორე ეტაპია პარკების რეაბილიტაცია, სარწყავი სისტემები, გამწვანება. მოვლა-პატრონობა მერიას ევალება, მე მანდ მოვრჩები სამუშაოებს და წავალ, შეიძლება ნინოწმინდაში ვიმუშავო. მერიას ევალება, მე საიდან უნდა მოვრწყა? საგარეჯოში, მაგალითად, დარგვის დღიდან მერია რწყავს,“- გვეუბნება ვლადიმერ გაგუა.

ახლადდაგებული ფილები ნონეშვილის ქუჩაზე უკვე მეორედ აყარეს.

ცნობისთვის, აღნიშნული ქუჩის რეაბილიტაცია პროექტის - „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში მიმდინარეობს.









დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია