კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ძლიერი წვიმა და ელჭექი

საზოგადოება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 23 სექტემბერი 2022
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 22 სექტემბრიდან - 25 სექტემბრის დილის საათებამდე საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ზოგან ძლიერი წვიმა და ელჭექი, შესაძლებელია სეტყვა, ქარის გაძლიერება.

მათივე თქმით, აღნიშნული პროცესები ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვას გამოიწვევს.

ცნობისთვის, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში ღვარცოფული და მეწყრული პროცესების ჩასახვა გამოიწვიოს.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში მოსალოდნელია ნაწილობრივ მზიანი ამინდი. ტემპერატურა +20-დან +30 გრადუსამდე შენარჩუნდება. 











დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია