კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ქალაქ წნორში ახალი სპორტული კომპლექსის მშენებლობა მიმდინარეობს

სპორტი
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 23 სექტემბერი 2022
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ქალაქ წნორში ახალი სპორტული კომპლექსის მშენებლობა გრძელდება.

მათივე თქმით, ამ დროისთვის საძირკველის მოწყობა დასრულდა და საყრდენი კედლების მშენებლობა მიმდინარეობს.

სპორტული კომპლექსის ტერიტორიაზე განთავსდება კალათბურთის და ფრენბურთის სათამაშო დახურული დარბაზი და 150 ადამიანზე გათვლილი საგულშემატკივრო ტრიბუნა.

„შენობის დასრულების შემდეგ, მსურველები სპორტის სხვადასხვა სახეობას დაეუფლებიან და ვარჯიშს მულტიფუნქციურ დარბაზში შეძლებენ“-აცხადებენ მერიაში.

ცნობისთვის, ახალი სპორტული კომპლექსის მშენებლობა მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება.







დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია