კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე ეკოსაგანმანათლებლო დანიშნულების ბილიკი მოეწყო

საზოგადოება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 11 აპრილი 2023
დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე ახალი კონცეფციის, ეკოსაგანმანათლებლო დანიშნულების ბილიკი მოეწყო.
მათივე თქმით, ვიზიტორებს საშუალება აქვთ, თვალსაჩინო მასალებით შეიტყონ ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ბიომრავალფეროვნების, ეკოსისტემების, ფლორისა და ფაუნის სხვადასხვა წარმომადგენლის შესახებ.

როგორც სააგენტოში განმარტავენ, 1 კმ-მდე ბილიკის გავლას 40 წუთიდან 1 საათამდე დრო სჭირდება და 12-მდე აქტივობას მოიცავს. აღსანიშნავია, რომ მრავალფეროვან სალაშქრო-სათავგადასავლო მიმართულებებთან ერთად, ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებს დაემატა ბილიკი, რომელიც ეკოსაგანმანათლებლო დანიშნულებისაა და მორგებულია სკოლამდელი ასაკის აღსაზრდელების და სკოლის მოსწავლეების ინტერესებზე.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გარემოს დაცვისა და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებასთან ერთად, ხელი შევუწყოთ ეკოტურიზმის განვითარებას. ასეთი პროექტები ხელს შეუწყობს ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლებას, თუ როგორ დაიცვან ბუნება და როგორ მოუფრთხილდნენ ტყეს. ასევე, არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივი მოსახლეობა მიიღებს ეკონომიკურ სარგებელს. ესაა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პოლიტიკა, რომელსაც წარმატებით ახორციელებს ჩვენი დაცული ტერიტორიების სააგენტო“, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ.

ცნობისთვის, ლაგოდეხის ბილიკის მოწყობა პროექტის „ახალი სიცოცხლე ლაგოდეხის ბილიკებს“ ფარგლებში განხორციელდა, ბი პი საქართველოს და მისი ნავთობისა და გაზის პარტნიორების, ასევე, USAID/USDO ITAP NPE პროგრამის მხარდაჭერით, Care Caucasus-ის მიერ.



















დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია