კახეთი
გურჯაანის მუნიციპალიტეტში წარჩინებული სწავლისთვის კომპიუტერი 80 მოსწავლეს გადაეცა
განათლება
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
11 აპრილი 2023
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების 2021-2022 სასწავლო წლის
წარჩინებული მოსწავლეები კომპიუტერებით დაჯილდოვდნენ.
დაჯილდოება გურჯაანის ტექნოპარკში გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ
პარლამენტის წევრი დავით სონღულაშვილი, მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ
უტიაშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.
წელს წარჩინებული სწავლისთვის კომპიუტერი 80 მოსწავლეს გადაეცა.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული პროგრამა ვრცელდება იმ მოსწავლეებზე,
რომლებმაც განათლების საბაზისო საფეხური ( 5-9 კლასი) წარჩინებით
დაძლიეს და რომელთა ქულაც, დამრგვალების გარეშე შეადგენს 10 -ს.