კახეთი
„რა სად როდის“ სასკოლო სერიის მეორე ტური ჩატარდა
განათლება
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
30 აპრილი 2023
ინტელექტუალურ თამაშში „რა? სად? როდის?“ რიგით 21-ე სასკოლო სერიის
მეორე ტური ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო გურჯაანის
მუნიციპალიტეტის 16 საჯარო სკოლის გუნდმა.
როგორც ცნობილია, გაზაფხულის სერია რამდენიმე კვირის განმავლობაში
გაგრძელდება და ოთხი ტურის შემდეგ, ფინალური თამაშით დასრულდება.
მეორე ტურის შედეგები ასეთია:
9 - არაშენდა, "A priori"
9 - ბაკურციხე, "ჰაა ვერაა ო?"
8 - II სკოლა, "ჰაკენკროიცი"
8 - მელაანი, "ევრიკა"
7 - ველისციხე, "იხტიოზავრი"
6 - ვაზისუბანი, "კნიგერები"
6 - კაჭრეთი, "მოაზროვნე"
5 - ზემო კაჭრეთი, "ოლიმპო"
5 - ახაშენი, "წიგნ-მენი"
5 - ვეჯინი, "პეიტარი"
4 - IV სკოლა, "ნიუტონის მსხალი"
4 - ზემოგურჯაანი, "ალოიზი"
4 - მუკუზანი, "Nokia 3310"
3 - I სკოლა, "სამეფო კარის ლავაშები"
2 - ჭანდარი, "Sherlock Homies"
2 - ჩალაუბანი, "ზეპელინი"
XXI სასკოლო სერიის II ტურში ინდივიდუალური შეკითხვა გამოიცნო შვიდმა
მოაზროვნემ:
გიორგი მათიაშვილი - ველისციხე, "იხტიოზავრი"
საბა ჭელიძე - არაშენდა, "A priori"
დავით ცინცაძე - IV სკოლა, "ნიუტონის მსხალი"
დავით ბერიძიშვილი - ბაკურციხე, "ჰაა ვერაა ო?"
ილია ჭიჭიკაშვილი - კაჭრეთი, "მოაზროვნე"
საბა ღვინიაშვილი - I სკოლა, "სამეფო კარის ლავაშები"
მიშიკო მთივლიშვილი - ვეჯინი, "პეიტარი"
ცნობისთვის, ინტელექტუალური თამაში გურჯაანის საბიბლიოთეკო და
სამუზეუმო გაერთიანების ორგანიზებითა და გურჯაანის მუნიციპალიტეტის
მერიის მხარდაჭერით ტარდება.