მარტის თვეში საქართველოს მასშტაბით, უკანონო ტყითსარგებლობის 265
ფაქტი გამოვლინდა; მათგან ყველაზე მეტი შემთხვევა კახეთშია
დაფიქსირებული.
ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით, გარემოს დაცვისა და სოფლის
მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი
ავრცელებს. მათივე განმარტებით, კანონდარღვევებიდან 197 ფაქტი ხე-ტყის
უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირებას უკავშირდება, 68 კი - საამქროების
მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევასა და უკანონო სახერხ საამქროებს
ეხება.
„ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი - 76
ფაქტი გამოვლენილია კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო
ტერიტორიაზე; სამეგრელო-ზემო სვანეთში დაფიქსირდა 28
სამართალდარღვევა, ქვემო ქართლში - 26, სამცხე-ჯავახეთში - 19,
იმერეთში - 18, აჭარაში - 9, გურიაში - 8, შიდა ქართლშიც - 8,
მცხეთა-მთიანეთში კი, 5 სამართალდარღვევა გამოვლინდა.
ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 297 კუბურ მეტრზე მეტი
მოცულობის ხე-ტყე.
ამავე პერიოდში დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის
დარღვევის 58 ფაქტი; ამოღებულია 10 ერთეული არარეგისტრირებული სახერხი
საამქრო.
მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში
გადაიგზავნა,“ - აცხადებენ დეპარტამენტში.
მათივე ინფორმაციით, არსებული სამართალდარღვევებიდან 27 ფაქტი სისხლის
სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
Read a useful guide on earnings from experienced gamblers:
crocobet-casino.ge Try this
tactic in your game and start beating off your minus already!