კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

კახელი სპორტსმენების წარმატება ძიუდოში

სპორტი
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 30 აპრილი 2023
ქალაქ გორში 22-23 აპრილს ჩატარებულ ძიუდოს საქართველოს ჩემპიონატში, კახელმა სპორტსმენებმა ღირსეულ წარმატებას მიაღწიეს. 4 მედალი მოიპოვეს საგარეჯოელმა სპორტსმენებმა, სიღნაღელა სპორტემენებმა - 2 და სამიც - ახმეტელმა ძიუდოისტებმა.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტიდან:

• თენგო ზირაქაშვილი 66კგ წონით კატეგორიაში ოქროს მედლის მფლობელი გახდა;

• დავით კევლიშვილმა -  60კგ წონით კატეგორიაში მესამე ადგილი დაიკავა და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა;

• გოგონებს შორის, 57 კგ. წონით კატეგორიაში ნინი ლოლაძემ ოქროს მედალი მოიპოვა.

• მესამე ადგილი 48 კგ. წონით კატეგორიაში ლალი ხოსიტაშვილს ერგო წილად.

სიღნაღის მუნიციპალიტეტიდან, ანი გულდამაშვილმა და მაკა ბოლღაშვილმა საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს.

ახმეტის მუნიციპალიტეტიდან:

• I ადგილზე გავიდა კაკო ჩაფურიშვილი - 60კგ.
• II ადგილი ერგო გიგა მრელაშვილს - 66კგ.
• II ადგილი დაიკავა ასევე ნიკა მორბედაძემ - 73კგ.

ცნობისთვის, შეჯიბრების შედეგების მიხედვით დაკომპლექტდება საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები, რომელიც მონაწილეობას მიიღებს 2023 წლის ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია