კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გურჯაანის კიკბოქსინგის კლუბ „მგლების“ მორიგი წარმატება

სპორტი
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 11 მაისი 2023
ლატვიაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე გურჯაანის კიკბოქსინგის კლუბ "მგლების" სპორტსმენებმა ორი პირველი და ერთი მესამე ადგილი აიღეს.
მწვრთნელი გიორგი ელიკაშვილი ამბობს, რომ შედეგით კმაყოფილია და მალე თავადაც აპირებს მონაწილეობის მიღებას მსოფლიო ჩემპიონატზე.

„ვიმყოფებოდით ლატვიაში, ქალაქ რიგაში ევროპის ჩემპიონატზე, სადაც ჩვენი კლუბის საუკეთესო მებრძოლები იღებდნენ მონაწილეობას. ესენი არიან: ნიკა სიბაშვილი, საბა ჩაფიძე და ლაზარე სეისიანი. შედეგებით კმაყოფილი ვარ, ორი ევროპის ჩემპიონი გახდა, ერთი - პრიზიორი. საბა ჩაფიძემ დაიკავა პირველი ადგილი, ნიკა სიბაშვილმა, ასევე პირველი ადგილი და ლაზარე სეისიანი მესამე ადგილზე გავიდა. მადლობას ვუხდი ტაიბოქსინგისა და კიკბოქსინგის ფედერაციის პრეზიდენტს ბატონ ლაშა ჭურაძეს, რომ საშუალება მოგვცა მიგვეღო მონაწილეობა ასეთ პრესტიჟულ ტურნირზე. წინ დიდი ტურნირები გველოდება. აქვე დავამატებ, თავად ვაპირებ მონაწილეობის მიღებას მსოფლიო ჩემპიონატზე. დიდი შემართებით ვემზადებით და ვეცდებით, კიდევ ბევრჯერ აფრიალდეს ქართული დროშა და ვასახელოთ გურჯაანი,“-ამბობს Speqtri.ge-სთან საუბარში გიორგი ელიკაშვილი.


დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია