კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გურჯაანის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად დაზიანებული სახურავების აღდგენის სამუშაოები მიმდინარეობს

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 16 სექტემბერი 2023

გურჯაანის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად გადახდილი სახურავების გადახურვის სამუშაოები მიმდინარეობს.

საცხოვრებელი სახლების გადახურვის პროცესს კახეთის სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი და პარლამენტის წევრი, დავით სონღულაშვილი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნენ.

გურჯაანის მუნიციპალიტეტი სტიქიამ რამდენჯერმე დააზარალა, გზების ინფრასტრუქტურის გარდა, ძლიერმა ქარმა და სეტყვამ მოსახლეობას, როგორც კერძო, ასევე, საერთო საცხოვრებელი სახლების სახურავები მნიშვნელოვნად დაუზიანა, მოხდა ზარალის შესწავლა და ხარჯთაღიცხვის შედგენა.

მთავრობის გადაწყვეტილებით, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების გასატარებლად, გამოიყო ფინანსური რესურსი, რის შედეგადაც მუნიციპალიტეტის მასშტაბით, 131 სახლის გადახურვა განხორციელდება.

default
default
default

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია