შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

კახეთში საკვირაო ბაზრები დაიკეტა

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 24 მარტი 2020

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტებში საკვირაო ბაზრები დაიკეტა.

ადგილობრივ თვითმმართველობებში განმარტავენ, რომ მუნიციპალიტეტებში მუშაობს ყოველდღიური აგრარული ბაზრები, სადაც ხშირი სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს.
ფუნქციონირება დროებით შეაჩერა სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბისხევში მდებარე საკვირაო ბაზარმაც. აღნიშნულ საკითხზე ინფორმაცია მერიამ ადგილობრივებს უკვე მიაწოდა.

,,ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გამო გარკვეული პერიოდი სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბისხევში აღარ გაიმართება საკვიარაო ბაზრობა”, – აცხადებენ სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიაში.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხის საკვირაო ბაზრობით რამდენიმე სოფლის მოსახლეობა სარგებლობს. სოფელში გურჯაანის მერის წარმომადგენელი ნათია თათარაშვილი განმარტავს, რომ ეს გადაწყვეტილება მთავრობამ უსაფრთხოების ნორმების დაცვის მიზნით მიიღო.

მისივე თქმით, მოსახლეობას შეუძლია გურჯაანში მდებარე აგრარული ბაზრით ისარგებლოს, რომელიც ყოველდღიურად მუშაობს.

,,მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება სხვებთან ერთად დაიკეტოს საკვირაო ბაზარი. ეს გადაწყვეტილება ვირუსის პრევენციისა და უსაფრთხოებისთვის მივიღეთ. სოფელში არის ბევრი მარკეტი, მაღაზია და ადგილობრივებს შეუძლიათ იმით ისარგებლონ. სხვა სოფლების მოსახლეობას კი შეუძლია პროდუქტი გურჯაანის აგრარულ ბაზარში შეიძინოს”,-განაცხადა knews-სთან საუბრისას ნათია თათარაშვილმა.

 

ავტორი: მაკა ხაზიური

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია