შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სოფელ კისისხევში ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახის დასახმარებლად თანხის შეგროვება დაიწყეს

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 21 მაისი 2020

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევში 5 სულიანი ოჯახის დასახმარებლად სოფელში ახალგაზრდებმა საინიციატივო ჯგუფი შექმნეს და თანხის შეგროვება დაიწყეს.

ოჯახს, რომელსაც გამთენიისას ხანძრის გამო სახლი მთლიანად დაეწვა, ღია ცის ქვეშ დარჩა. მათ, შემოსავალი არ გააჩნიათ. ამიტომ, ოჯახის დასახმარებლად სოფელში თანხის შეგროვება დაიწყეს. ინფორმაციას ამის შესახებ ფეისბუქ გვერდზე ,,კისისხევი” ავრცელებს.

,,ძალიან სამწუხარო ამბავი მოხდა სოფელში, ერთ-ერთ ადგილობრივ ოჯახს გვიან ღამით სრულად დაეწვა სახლი, გაუნადგურდათ ავეჯი და ინვენტარი. ისინი ძალიან გაჭირვებულები არიან.

ჩვენ ისღა დაგვრჩენია, ვისაც რითი შეგვიძლია ისე დავეხმაროთ ტრავმის გადატანაში. არ აქვს მნიშვნელობა თანხების რაოდენობას, თითოული ლარი მნიშვნელოვანია. მსგავსი საქმე ბევრჯერ გაგვიკეთებია და კიდევ შევძლებთ”,- აცხადებენ სოფელში მცხოვრებლები.

ოჯახის დასახმარებლად ლიბერთი ბანკში გახსნილი ანგარიშის ნომერი:

GE09LB0711190680596000

(პირადი ნომერი 20001015316, დაბადების თარიღი 1957.09.28)

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია