შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

თელავში კორონავირუსზე სწრაფი ტესტირებით მოსახლეობის ნაწილის გამოკვლევა იწყება

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 22 მაისი 2020

თელავის მუნიციპალიტეტში კორონავირუსზე სწრაფი ტესტებით მოსახლეობის ნაწილის გამოკვლევა დღეიდან დაიწყება.

როგორც “კახეთის ხმას” დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა განუცხადა, მოქალაქეების სხვადსახვა ჯგუფს ანტიგენსა და ანტისზეულებზე, შემთხვევი შერჩევის პრინციპით, შეამოწმებენ.

ნელი ხიზანიშვილის განმარტებით, დღეს ტესტირება სოფელ წინანდალში, კისისხევსა და შალაურში ჩატარდება.

კვლევა ითვალისწინებს სხვადასხვა ჯგუფში სწრაფი მარტივი ტესტით როგორც ანტიგენებზე ისე ანტისხეულებზე შემოწმებას. გამოვლენილი დადებითი შემთხვევები გაიგზავნება ლუგარის ლაბორატორიაში, სადაც კორონავირუსზე უკვე PCR ტესტირება ჩატარდება. შერჩეულია 15 ჯგუფი, საიდანაც 5 ქალაქ თელავისაა და 10 კი – სოფლებისაა. კვლევას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები ჩაატარებენ”, – განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.

კვლევაში ჯამში 150 ადამიანი მიიღებს მონაწილეობას.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია