შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ჩუმლაყში დაპირისპირებისას გარდაცვლილი ახალგაზრდა ახაშენში მცხოვრები შოთა მაზმიშვილია

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 29 ივნისი 2020

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში გარდაცვლილი 30 წლამდე შოთა მაზმიშვილია.

გარდაცვლილის მეზობლების ინფორმაციით, ახალგაზრდები სოფელ ჩუმლაყში, ერთ–ერთი ადგილობრივის ანზორ მოსესოვის სახლში ქეიფობდნენ, სწორედ იმ დროს სხვა პირთან სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდათ. მან ცეცხლსასროლი იარაღიდან ახალგაზრდების მიმართულებით მოახდინა რამდენიმე გასროლა.

მათივე ინფორმაციით, გარდაცვლილ შოთა მაზმიშვილსა და მის მეგობარს, ანზორ მოსესოვს ცეცხლი საკუთარმა თანასოფლელმა გაუხსნა. მას ცოლი და ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

,,შოთა ძალიან კარგი ახალგაზრდა იყო, ყველას უყვარდა სოფელში. ამბობენ, რომ ქეიფის დროს იკამათა ერთ–ერთ პირთან და მასთან ერთად სახლიდან გარეთ ცენტრალურ გზასთან გამოვიდა სალაპარაკოდ, რა დროსაც იმ პირმა მას და მის მეგობარს ესროლა. რა გახდა კონკრეტულად დაპირისპირების მიზეზი არც გარდაცვლილის ოჯახმა იცის და არც ჩვენ”,– განუცხადეს Knews.ge-ს გარდაცვლილის მეზობლებმა.

დაპირისპირებისას დაჭრილი 28 წლამდე ახალგაზრდა, სოფელ ჩუმლაყში მცხოვრები ანზორ მოსესოვი გურჯაანის ,,ჯეო ჰოსპიტალის” კლინიკაში ამ დრომდე მართვით სუნთქვაზეა.

,,ბევრი არაფერია ცნობილი, მაგრამ ჩემი ინფორმაციით, ახალგაზრდებს დაპირისპირება სოფელში მოუვიდათ. მძიმედ არის დაჭრილი სოფელ ჩუმლაყში მცხოვრები, რომელიც საავადმყოფოშია და მართვით სუნთქვაზე იმყოფება”,– განუცხადა Knews.ge–ს სოფელ ჩუმლაყში გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა ზაზა რუაძემ.

გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდები არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ. მომხდარ მკვლელობაში ეჭვმიტანილი სავარაუდოდ ამ დრომდე მიმალვაშია.

როგორც knews.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108- ე, 19–ე, 109- ე განზრახ მკვლელობის და დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობის მცდელობის მუხლებით მიმდინარეობს.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია