შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

საგარეჯოში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების დეზინფექცია დაიწყო

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 16 სექტემბერი 2020

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში სადეზინფექციო სამუშაოები დაიწყო.

მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ, რომ ვირუსის საფრთხის თავიდან აცილებისა და პრევენციის მიზნით შპს “სუფთა მუნიციპალიტეტის” დასუფთავების ჯგუფის წევრებმა, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები სპეციალური სადეცინფექციო ხსნარით დაამუშავეს.

უწყების ინფორმაციით, სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა სადარბაზოებსა და ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიებზე.
მერიაში განმარტავენ, რომ აღნიშნული სამუშაოები პერმანენტულად სოფლებშიც გაგრძელდება. უახლოეს დღეებში დაგეგმილია ცენტრალური ქუჩების მორეცხვაც.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია