შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

კახეთში კორონავირუსის 13 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 15 ოქტომბერი 2020

გასული 24 საათის მონაცემებით, კახეთის რეგიონში კორონავირუსის 13 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
აღნიშნულ საკითხზე განცხადება ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ გააკეთა.

მისი განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 919 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
გავრცელებული ინფორმაციით, კორონავირუსი დაუდასტურდა გურჯაანში ქალს, რომელმაც მაღალი სიცხით გურჯაანის რეფერალურ საავადმყოფოს თავად მიმართა.

ის სოფელ ძირკოკის ადმინისტრაციულ ერთეულში სპეციალისტად მუშაობდა.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის, ნელი ხიზანიშვილის თქმით, კახეთის რეგიონში 14 ოქტომბრის მდგომარეობით ეპიდსიტუაცია სტაბილური და მართვადია.

,,ინფიცირებულთაგან 20 ბავშვია, რაც შემთხვევების 18.5 % შეადგენს. ინფიცირებულთაგან 22 მკურნალობს კოვიდ-კლინიკაში, 27 პირი ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ დატოვებულია ბინაზე სამკურნალოდ, 3 იმყოფება კარანტინში, 56 პირი კი გამოჯანმრთელდა. არცერთი პაციენტის მდგომარეობა მძიმე არ არის, გარდაცვალების არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. საკარნტინე 3 სივრცეში ამჟამად იზოლირებულია 134 მოქალაქე, ხოლო ბინაზე თვითიზოლაციაში იმყოფება 171 მოქალაქე”,- განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია