შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გაზის ტრანსპორტირების კომპანია ყვარლის გაზგამანაწილებელი სადგურის სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 16 ოქტომბერი 2020

შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” „რუსთავი-თელავი-ჟინვალის“ მაგისტრალური გაზსადენის 107,8 კმ-ზე არსებულ ყვარლის გაზგამანაწილებელი სადგურის სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს.

კომპანიაში განმარტავენ, რომ დაგეგმილი სამუშაოების გამო, მიმდინარე წლის 16 ოქტომბერს 10:00 დან 16:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეეზღუდებათ ქალაქ ყვარელსა და ყვარლის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებს: მთისძირი, ახალსოფელი, სარუსო, საცხენე, ჩანთლისყურე, თივი, ჭიკაანი, გავაზა, კუჭატანი, სანავარდო, წიწკაანაანთ სერი, შილდა, ენისელი, საბუე, ალმაატი, გრძელჭალა, გრემი, შაქრიაანი, თხილისწყარო.

“შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” სისტემატურად ახორციელებს გაზსადენებისა და გაზგამანაწილებელი სადგურების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას”,- ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია