შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ბოლო 24 საათში კახეთში კორონავირუსის 238 შემთხვევა გამოვლინდა

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 19 ნოემბერი 2020

ბოლო 24 საათში საქართველოში დაფიქსირებული კორონავირუსის 3 697 შემთხვევიდან, კახეთის რეგიონში რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი, 238 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

როგორც უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ განაცხადა, რეგიონში გარდაიცვალა 2 ადამიანი. კახეთში კორონავიუსით სულ 15 ადამიანი გარდაიცვალა.

რეგიონში დღეის მდგომარეობით ფუნქციონირებს 3 კოვიდ კლინიკა. ესენია: არქიმედეს კლინიკა ლაგოდეხში, თელავის რაიონული საავადმყოფო, საგარეჯოს ჯეოჰოსპიტალსი და 1 შერეული კლინიკა ,,თელავის რეფერალური საავადმყოფო.” ასევე შექმნილია 2 კოვიდ სასტუმრო.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია