შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გაიცანით ქალი ესპანეთიდან, რომელიც სიღნაღში ტრადიციული რეწვის განვითარებას უწყობს ხელს

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 19 ნოემბერი 2020

საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაციის გუნდის წევრი პალომა სუარესი წარმოშობით ესპანეთიდანაა, თუმცა ამჟამად ცხოვრობს ინგლისში.
მას განსაკუთრებული სიყვარული და დამოკიდებულება აკავშირებს საქართველოსთან. სწორედ ამან გადააწყვეტინა, რომ სიღნაღში შეეძინა სახლი და ჩართულიყო ქართული კულტურის პოპულარიზაციის საქმიანობაში.

საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაციის ინფორმაციით, პალომა ასწავლის ესპანურ ენას ინგლისის სხვადასხვა უნივერსიტეტებში, ის ასევე ხელს უწყობს და ასწავლის ქალებს და ახალგაზრდა გოგოებს ცხოვრებისეული უნარების ჩამოყალიბებას და თვითგანვითარებას, სადაც ხშირად იყენებს ტრადიციულ ხელსაქმეს, როგორც სწავლების იარაღს.

პალომა ასოციაციაში რეწვის ოსტატებს უზიარებს საზღვარგარეთის გამოცდილებებს, რაც მათ განვითარებას უწყობს ხელს.

„მე მჯერა, რომ ტრადიციული ხელობა წარმოადგენს ქართული კულტურისა და თვითმყოფადობის სათავეს. ჩემი ოჯახის წყალობით, ბევრი ბედნიერი მოგონება მაკავშირებს ტრადიციულ ხელობებთან და ჩემთვის ნაცნობი და ახლოა რეწვის ის უნარები, რომლებიც ჩემმა წინაპრებმა განავითარეს თავიანთ სოფლებში, ჩრდილოეთ ესპანეთში. მაინტერესებს ქართული ტრადიციული რეწვა, მემკვიდრეობა, სილამაზე და მისი კულტურული მნიშვნელობა და ჩემი მიზანია, ხელი შევუწყო საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაციას ჩემი საქმიანობით.“– აცხადებს პალომა.

ასოციაციის ინფორმაციით, ის ასევე მცირე ჯგუფებს დიდი ბრიტანეთიდან სთავაზობ ტურებს, რომელთაც სურთ შეხვდნენ და გაიცნონ ქართველი ოსტატები და მიიღონ მათგან პრაქტიკული გამოცდილება.

„მე თვითონაც ოსტატი ვარ და ძირითად ვმუშაობ ტექსტილზე და ვამუშავებ თექას. საქმეს, რომელსაც მე ვახორციელებ საქართველოში, იგულისხმება ოსტატების და ტრადიციული რეწვის მხარდაჭერა, სავსეა ტრადიციული ხელნაკეთობების შენარჩუნების დიდი სურვილით, განსაკუთრებით იმ ხელობების, რომლებიც მემკვიდრეობით გადაეცათ ოჯახებს და დღემდე ინარჩუნებენ კავშირს თავიანთან მიწასთან და წარსულთან, ამასთან ერთად ისტორიას და სიბრძნეს თავიანთი ქვეყნის კულტურის შესახებ.

ჩემი აზრით, ეს ყოველდღე უფრო აქტუალური ხდება, რადგან გლობალიზაციამ შეიძლება დამანგრეველი გავლენა იქონიოს რეწვის სექტორზე. ეს არის ჩემეული გზა, ხელი შეეწყოს ზოგადად ტრადიციული რეწვის დაფასებას და მისადმი სიყვარულს მთელ მსოფლიოში.“– აღნიშნავს პალომა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია