შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ თელავის სასამართლოში ორი მოსამართლე დანიშნა

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 19 ნოემბერი 2020

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, კენჭისყრის წესით 36 მოსამართლე თანამდებობაზე განწესდა.

უვადოდ დაინიშნა მოსამართლეთა ის ნაწილი, რომლებსაც სასამართლოში მუშაობის სამ წელზე მეტი ხნის გამოცდილება აქვს, ხოლო დანარჩენი სამწლიანი გამოსაცდელი ვადით განწესდა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე მოსამართლეობის კანდიდატთა შესარჩევი კონკურსის კენჭისყრა 18 ნოემბერს გაიმართა.

თანამდებობებზე თელავის რაიონულ სასამართლოში დაინიშნა ვატიტაძე გრიგოლ და ზათიაშვილი ვერიკო.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ინფორმაციით, საბჭომ მოსამართლეობის კანდიდატთა შესარჩევი კონკურსი სააპელაციო და რაიონულ(საქალაქო) სასამართლოებში არსებულ 99 ვაკანტურ თანამდებობაზე გამოაცხადა. კონკურსში 68 კონკურსანტი მონაწილეობდა, კენჭისყრის ეტაპზე 65 კანდიდატი გადავიდა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია