შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გიორგი გახარია – დაახლოებით 150 000 კომპანიას შესაძლებლობა ექნება ავტომატურად დაიბრუნოს დღგ

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 19 ნოემბერი 2020

პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, მთავრობის გადაწყვეტილებით დაახლოებით 150 000 კომპანიას შესაძლებლობა ექნება ავტომატურად დაიბრუნოს დღგ ფაქტობრივად მომენტალურად.

მისი თქმით, დამატებითი ღირებულების გადასახადის ავტომატური დაბრუნების რეფორმა მნიშვნელოვანია მიმდინარე ეკონომიკური კრიზისიდან გამომდინარე.

„კოვიდ 19-თან ბრძოლასთან ერთად გვაქვს უაღრესად მნიშვნელოვანი ამოცანა – ეკონომიკურ კრიზისთან გამკლავება. ჩვენ პირველივე ტალღის დაწყებისთანავე დავიწყეთ ისეთ სერიოზულ რეფორმაზე მუშაობა, როგორიც არის დღგ-ის ავტომატური დაბრუნება, რომელიც ვერც ერთმა მთავრობამ ვერცერთ პერიოდში ვერ განახორციელა.

დაახლოებით 150 000 კომპანიას შესაძლებლობა ექნება ავტომატურად დაიბრუნოს დღგ ფაქტობრივად მომენტალურად, რაც ნიშნავს, რომ ყოველწლიურად დაახლოებით მილიარდი ლარი ყველანაირი პრობლემების გარეშე დაუბრუნდება ჩვენს ბიზნესს.

ეს უაღრესად მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელმაც მხარი უნდა დაუჭიროს ბიზნესის განვითარებას, ასევე სამუშაო ადგილების შენარჩუნებას და განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს დღევანდელი კრიზისის პირობებში“,-განაცხადა გახარიამ.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია