შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ლაგოდეხის 22–ე საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის ფარულობა დაირღვა

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 21 ნოემბერი 2020

საერთო-სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველოს“ წარმომადგენლების განცხადებით, ლაგოდეხის 22–ე საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის ფარულობა დაირღვა.

ორგანიზაციის საარჩევნო ექსპერტის ლელა ტალიურის თქმით, უბანზე მისული ამომრჩეველი კენჭისყრის კაბინაში არ შევიდა და არჩევანი საჯაროდ გააკეთა.

,,ლაგოდეხის 22–ე საარჩევნო უბანზე ერთ-ერთმა ამომრჩეველმა ხმის მიცემის ფარულობა დაარღვია. ამომრჩეველი კენჭისყრის კაბინაში არ შევიდა. მიუხედავად თავმჯდომარისა და რეგისტრატორის მიერ არაერთგზის გაკეთებული მითითებისა, მან არჩევანი საარჩევნო ბიულეტენზე რეგისტრატორის მაგიდაზე გააკეთა’’,– განუცხადა Knews.ge-ს ლელა ტალიურმა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია