შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ტურიზმის სექტორი ქონების გადასახადისგან სრულად გათავისუფლდება

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 26 ნოემბერი 2020

მთავრობის გადაწყვეტილებით, ტურიზმის სექტორი ქონების გადასახადისგან სრულად გათავისუფლდება.

პრემიერ– მინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, საშემოსავლო გადასახადი, რომელიც გადაუვადდათ, სრულად ჩამოეწერება ტურიზმის სექტორს.

„ტურიზმის სექტორში დასაქმებულთათვის 2021 წლის პერიოდში ქონების გადასახადი იქნება გაუქმებული. ტურიზმის სექტორი სრულად გათავისუფლდება ქონების გადასახადიდან.

ტურიზმის სექტორში, როგორც გახსოვთ, 2020 წლის განმავლობაში, 4 თვის გადავადებული საშემოსავლო გადასახადი იყო, ეს იყო დასაწყისში. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს საშემოსავლო გადასახადი რომელიც იყო გადავადებული, სრულად ჩამოეწერება,“- განაცხადა გახარიამ.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია