შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

როგორია ეპიდსიტუაცია კახეთის რეგიონში

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 26 ნოემბერი 2020

კახეთის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება.

ამ დროისთვის რეგიონში ინფიცირებულთა რაოდენობა 3148-ს შეადგენს.

აქედან ახმეტაში დაფიქსირებულია -203, გურჯაანში -618, დედოფლისწყაროში -280, თელავში -903, ლაგოდეხში- 386, საგარეჯოში -303, სიღნაღში-196, ყვარელში -259.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული დაცვის ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის ნელი ხიზანიშვილის თქმით, ინფიცირებულთა რაოდენობა, რომელიც ამ ეტაპზე გადის მკურნალობას 1760 მოქალაქეს შეადგენს, მათ შორის 1568 დატოვებულია ბინაზე , 32 მკურნალობს კოვიდ სასტუმროში, 160 იმყოფება კოვიდ კლინიკაში, 1365 გამოჯანმრთელდა, 23 კი გარდაიცვალა.

,,,დღეს გამოვლენილი ინფიცირების რაოდენობაა -169 მათგან: ახმეტაში დაფიქსირდა -21, გურჯაანში-21,დედოფლისწყაროში -21, თელავში -37, ლაგოდეხში- 47, საგარეჯოში-16, სიღნაღში -2, ყვარელში-4.
თვითიზოლაციაში მყოფ პირთა რაოდენობამ შეადგინა 2467. რეგიონის მასშტაბით სულ კარანტინში იმყოფება – 126 ადამიანი.
დღის განმავლობაში გამოჯანმრთელებულ პირთა რაოდენობაა- 141 სულ გამოჯანმრთელებულ პირთა რაოდენობა -1365″
,-განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია