შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

“FIFA”-ს მსაჯი ქალი თელავიდან

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 26 ნოემბერი 2020

35 წლის ქეთევან გაიპარაშვილი FIFA-ფეხბურთის ასოციაციათა საერთაშორისო ფედერაციის მსაჯია.

ის მასწავლებელი და ამავე დროს სასკოლო სპორტის ფედერაციის კახეთის კოორდინატორია.

ქეთევანის თქმით, უკვე 6 წელია, რაც FIFA მსაჯია და მან ამას დიდი შრომის შედეგად მიაღწია.

„პირველად ფეხბურთით 5-6 წლის ასაკში დავინტერესდი. მამა უყრებდა ქალთა ფეხბურთს ჯერ კიდევ შავ-თეთრ ტელევიზორში, მაშინ გამოვთქვი სურვილი, რომ მეც მეთამაშა.

იმ დროს საქართველოში ქალთა ფეხბურთი არ არსებობდა, ამიტომ გარკვეული დროის შემდეგ ხელბურთზე შემიყვანეს”,-აცხადებს ქეთევანი.
ქეთევანი პედაგოგად თელავში წლების განმავლობაში მუშაობდა, ახლა კი თბილისის ერთ-ერთ სკოლაშია სპორტის მასწავლებელი.

„ჩემი მასწავლებლობის მთავარი მიზანი იყო, სპორტის გაკვეთილი გამეხადა უფრო მნიშვნელოვანი ვიდრე ეს მანამდე იყო. მახსოვს ბიჭები როგორ თამაშობდნენ და გოგონები უბრალოდ ისხდნენ. ჩემს გაკვეთილებზე თანაბრად არის ჩართულობა.”

მისი თქმით,იმის გამო, რომ ქალი მსაჯი იშვიათია, თავიდან წინააღმდეგობებს შეხვდა, თუმცა ამბობს, რომ ამას არ შეუშინებია და დაუღალავი შრომით დასახულ მიზანს მაინც მიაღწია.

„ერთ-ერთ დიდ მიღწევად მიმაჩნია ის, რომ ჩემი სკოლის მოსწავლეები იყვნენ კალათბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვებულები ქალქ ბელგრადში 2018 წელს.

ასევე მინდა ავღნიშნო, რომ ვარ ბავშვთა და სასკოლო სპორტის ფედერაციაში, სადაც გახლავართ კახეთის კორდინატორი. მინდა, კახეთში ყველა ბავშვს ჰქონდეს შესაძლებლობა მიიღოს მონაწილეობა ყველა სპორტულ შეჯიბრში. ჩვენ ამისთვის ყველაფერს ვაკეთებ”-განაცხადა ქეთევან გაიპარაშვილმა.

იგი თვლის, რომ არ არსებობს ქალის და კაცის პროფესია. არსებობს შესაძლებლობები და ყველას შეუძლია დასახული მიზნის განხორციელება.

მარიამ ოქროცვარიძე

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია