შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

თელავში ავარიის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 16 აპრილი 2021

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა.

არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და საგზაო სამმართველოს კუთვნილი სატვირთო მანქანა შეეჯახნენ, რომელსაც გომბორის მიმართულებით მუშები გადაჰყავდა.

დაშავებულებს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ პირველი დახმარება გაუწია, ერთი კი სხეულის სხვადასხვა დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

თვითმხილველების ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი მაღალი სიჩქარით მოძრაობდა და დამუხრუჭება ვერ შეძლო, რამაც შეჯახება გამოიწვია.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია