შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

თელავს ისტორიული ჭადრის ხის მდგომარეობის შესასწავლად მეცნიერთა ჯგუფი ეწვია

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 17 აპრილი 2021

თელავს ისტორიული ჭადრის ხის მდგომარეობის შესასწავლად მეცნიერთა ჯგუფი ეწვია, მათ შორის მცენარეთა დაცვის ინსტიტუტის დირექტორი შაქრო ყანჩაველი და მისი მოადგილე, პროფესორი კარლო კიკორია,
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის კათედრის გამგე, პროფესორი თამილა ნადირაძე და ქართულ-გერმანული ,,ხეების დაცვის ასოციაციის,, თანათავმჯდომარე დავით სამხარაძე.

მეცნიერებმა თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროსთან დავით ქსოვრელიშვილთან ერთად დაათვალიერეს 900 წლოვანი ჭადრის ხე.

,,დღევანდელი ვიზუალური დათვალიერების შედეგად მინდა ვთქვა, რომ ჭადრის ხის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და იმ ვითარების გათვალისწინებით, რაც ადგილზე მისულებს დაგვხვდა, უახლოეს მომავალში ხის გახმობის საშიშროება არ არსებობს, ,- განაცხადა შაქრო ყანჩაველმა.

მეცნიერები შესაბამის რეკომენდაციებს შეიმუშავებენ, რის შემდეგაც თელავის მუნიციპალიტეტის მერია დაიწყებს სათანადო ღონისძიებების გატარებას.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია