შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ლაგოდეხში 85 წლის მოხუცს მეოთხე დღეა ეძებენ

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 01 მაისი 2021

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიზაში 85 წლის მოხუცს, თალიკო მექოშვილს, ახლობლები და ოჯახის წევრები, მეოთხე დღეა ეძებენ.

ქალის ძმისშვილის, ირმა მექოშვილის განმარტებით, მოხუცი 27 აპრილს ჩუმად გავიდა სახლიდან და მას შემდეგ აღარავის უნახავს.

რამდენიმე წლის წინ შვილი გარდაეცვალა და ამის გამო, ფსიქიური პრობლემები შეექმნა. როდის გავიდა სახლიდან, ვერ გაიგეს. გასულ წელსაც გაუჩინარდა და მეზობელ სოფელში ვიპოვეთ, ახლა ვერსად ვაგნებთ,” – განაცხადა მექოშვილმა.

ხანდაზმულის ოჯახმა პოლიციასაც მიმართა, რომელიც თალიკო მექოშვილის სამძებრო სამუშაოებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აწარმოებს.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია