შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სეტყვამ რამდენიმე სოფელი დააზარალა

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 01 მაისი 2021

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სეტყვამ რამდენიმე სოფელი დააზარალა.

წინასწარი ინფორმაცით, სოფლებში გიორგეთში და კაკლიანში დასეტყვილია სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, მათ შორის ერთწლოვანი კულტურები.

ადგილობრივების თქმით, სტიქია 20 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის, ჯონდო მდივნიშვილის ინფორმაციით, სპეციალური ჯგუფი დაზარალებულ სოფლებში ვითარებას ადგილზე შეისწავლის.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი ორი დღის წინაც დაისეტყვა. ადგილობრივები დახმარებას ითხოვენ. აღნიშნული მოთხოვნით მათ საპროტესტო აქციაც გამართეს.

 

 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია