შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

პოლიცია სასაფლაოებთან მისასვლელ გზებს აკონტროლებს

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 03 მაისი 2021

პოლიციის თანამშრომლები არსებული რეგულაციების კონტროლს ახორციელებენ როგორც დედაქალაქში, ისე რეგიონებში არსებულ სასაფლაოებზე.

„შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილების თანახმად, მიმდინარე წლის 2, 3 და 4 მაისს, მთელი საქართველოს მასშტაბით, სასაფლაოების ტერიტორიაზე მოქალაქეების შესვლა აკრძალულია. შეზღუდვების დარღვევა ითვალისწინებს სამართალდამრღვევი პირის დაჯარიმებას – 2000 ლარის ოდენობით. აკრძალვა არ ვრცელდება მხოლოდ დაკრძალვის პროცესზე.
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მყოფმა ყველა პირმა დაიცვას საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ არსებულ რეგულაციებს“,-
აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია