კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ლაგოდეხში სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელმა შემთხვევით თვითდაზიანება მიიყენა

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 11 ივნისი 2021

ლაგოდეხში სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელმა შემთხვევით თვითდაზიანება მიიყენა.

შემთხვევა, საქართველო – აზერბაიჯანის საზღვრის ლაგოდეხის მონაკვეთზე, ცოტა ხნის წინ მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, სასაზღვრო პოლიციის ლაგოდეხის ოპერატიული სამსახურის უფროსს ილო მაისაშვილს, სამსახურებრივი ცეცხსასროლი იარაღი გაუვარდა და ფეხში დაიჭრა.

55 წლამდე ასაკის მამაკაცი სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ლაგოდეხში კლინიკა ” კელაპტარში” გადაიყვანა. ექიმები დაჭრილს შესაბამის მკურნალობას უტარებენ.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია