კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სოფელ კურდღელაურში წარმოებული ყველი ისრაელში ექსპორტზე გავა

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 12 იანვარი 2022

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კურდღელაურში წარმოებული ყველი, აშშ-ს გარდა, ისრაელის ბაზარზეც გაიყიდება.

კომპანია ისრაელში სულგუნის და იმერული ყველის ექსპორტს გეგმავს.

„დიდი ხანია ისრაელის მხარესთან ვმუშაობთ პირობების შესათანხმებლად. პანდემიამ თუ არ შეგვიშალა ხელი, წელს, თვეში დაახლოებით 10 ტონა ყველის ექსპორტს ვგეგმავთ“,- აცხადებს კომპანიის დამფუძნებელი გოჩა ღაღაშვილი.

„ცივის ყველი“ თვეში, დაახლოებით, 300 კილოგრამ ყველს აშშ-ში ჰყიდის. ღაღაშვილის თქმით, მოთხოვნა ძირითადად შებოლილ და ჩვეულებრივ სულგუნზეა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია