კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ჯუთა-ომალოს საფეხმავლო ბილიკი, ხიდები, კლდის საფეხურები – რა გაკეთდება თუშეთში

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 13 იანვარი 2022

ყაზბეგის, ფშავ-ხევსურეთის და თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორებისთვის ბილიკები მოეწყობა და ქოხები აშენდება, გაკეთდება ხიდები, კლდის საფეხურები.

პროექტი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით განხორციელდება. მოწვევა სატენდერო წინადადებაზე მუნიციპალური განვითარების ფონდმა უკვე გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 24.3 მლნ ლარია.

ბიზნეს პარტნიორის ინფორმაციით, პროექტი ითვალისწინებს ჯუთა-ომალოს ბილიკების ქსელს, რომელიც მოიცავს კავკასიონის ქედის ჩრდილო კალთებზე ისტორიულ ხევს, მცხეთა მთიანეთის რეგიონს, დუშეთის მუნიციპალიტეტსა და აღმოსავლეთ კავკასიონზე თუშეთის ქვაბულს. მისი საერთო ფართობი 341 260.4 ჰა-ს შეადგენს. ყველაზე დაბალი წერტილი ზღ. დ-დან 900 მ-ზე მდებარეობს, ხოლო ყველაზე მაღალი წერტილი ზღ.დ-დან 3431მ-ია.

,,საფეხმავლო მარშრუტზე, საბაზისო ინფრასტრუქტურის სახით, შემდეგი ობიექტების განთავსებაა გათვალისწინებული: ხიდები, მოაჯირები და კლდის საფეხურები.

ხიდები – მარშრუტზე სხვადასხვა სიგრძის (4-დან 16-მეტრამდე) ხიდების დროებითი და სტანდარტული კონსტრუქსაფეხმავლო მარშრუტზე, საბაზისო ინფრასტრუქტურის სახით, შემდეგი ობიექტების განთავსებაა გათვალისწინებული: ხიდები, მოაჯირები და კლდის საფეხურები. ასევე იგეგმება ლოდებით მოწყობილი ფონური ხიდების განთავსება. ჯაჭვის მოაჯირი, როგორც დამცავი ბაგირი, ბილიკის ორ მონაკვეთზე განთავსდება. (ჯამში 130 მეტრი). კლდოვან რელიეფზე ჰორიზონტალური საფეხურები მარშრუტის ერთ მონაკვეთზეა გათვალისწინებული. (ჯამში 30 მეტრი).”

მონიშვნისათვის მოეწყობა:

• ორწარწერიანი მანიშნებელი დაფა – 81 ცალი
• ერთწარწერიანი მანიშნებელი დაფა – 39 ცალი
• უწარწერო – 184 ცალი
• ბოძი მანიშნებელი დაფისთვის – 124 ცალი
• ცალმხრივი საინფ. დაფა – 18 ცალი
• ადგილის ნიშანი – 31 ცალი
• წყლის ნიშანი – 2 ცალი
• ქვათაცვენის ნიშანი – 2 ცალი
• ბოძი ნიშნულისთვის – 3 ცალი
• ლოგოიანი სტიკერი – 124 ცალი

პროექტით გათვალისწინებულია ღამის სათევი ქოხების მოწყობა 7 ლოკაციაზე:

• აბუდელაური – ყაზბეგის ეროვნული პარკის და არაგვის დაცული ლანდშაფტის ტერიტორია.
• ზედა ტანიე- ყაზბეგის ეროვნული პარკის და არაგვის დაცული ლანდშაფტის ტერიტოტია.
• არხოტის თავი – ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის ტერიტორია.
• დათვისჯვარი – ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის ტერიტორია.
• ქვედა ტანიე – ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის ტერიტორია.
• ხიდოტანი – ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის ტერიტორია.
• ქვახიდი – თუშეთის ეროვნული პარკი და თუშეთის დაცული ლანდშაფტის ტერიტორია.

ყველა ქოხი ერთსართულიანი იქნება. მათი ოპერირება ზამთარშიც იქნება შესაძლებელი. თითქმის ყველა ქოხთან გათვალისწინებული იქნება დამხმარე ნაგებობა და საკემპინგე სივრცე. შენობები ძირითადად მოპირკეთდება ნატურალური მასალებით – ხე, ფიქალი, ქვის წყობა.

სამუშაოები დაწყებიდან 18 თვეში დასრულდება.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია