საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოში 42 წლის ნაზიმ ნაბიევს მეცხრე დღეა ეძებენ.
ახლობლების ინფორმაციით, ნაბიევი სახლიდან 4 იანვარს დილის 9 საათზე გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში პირუტყვის შესაძენად წავიდა.
მათი თქმით, მას თან ჰქონდა გარკვეული თანხა და ყარაჯალაში ერთ- ერთ ოჯახში გაჩერდა, რის შემდეგაც ნაბიევი აღარ გამოჩენილა.
მამაკაცის დაკარგვის შესახებ ახლობლებმა პოლიციას უკვე შეატყობინეს.