კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ბოლო 7 დღეში covid-ით 616 ადამიანი დაინფიცირდა, გარდაიცვალა ერთი პაციენტი

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 21 ივნისი 2022

საქართველოში გასული ერთი კვირის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 616 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. დადასტურებული ინფიცირების შემთხვევებიდან 424 თბილისშია.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებული განახლებული Covid-სტატისტიკის მიხედვით, 13-დან 19 ივნისის პერიოდში სულ 1 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 482 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

მათივე ცნობით გასული 7 დღის განმავლობაში ვირუსის გამოვლენის მიზნით, 78 650 ტესტი (72 494 ანტიგენ ტესტი,6 156 პჯრ ტესტი ) ჩატარდა.

„უპირატესად ცირკულირებს და დომინანტია ომიკრონის B.A.2 შტამი; 7-დღიანი ტესტირების დადებითობის მაჩვენებელია-0.78%“, – ნათქვამია NCDC-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია